weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჩემ გოგოს და მეგობრებს გამოვართვი, შევასრულე 50 ათასი ლარი და გადავურიცხე – მაკრახიძე

10:42 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

„დანაზოგი მაგდენი არ მქონდა, ამიტომ ჩემ გოგოს და მეგობრებს გამოვართვი, შევასრულე 50 ათასი ლარი და ისე გადავურიცხე ქალბატონ სალომეს. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, მერე აღარ ვნანობ ხოლმე“, – განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ. სათემო რადიო „მოზაიკასთან“ მან სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული თანხის წარმომავლობა განმარტა.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მაკრახიძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი 9 ოქტომბერს გადაურიცხა, თუმცა ერთი თვით ადრე აცხადებდა, რომ ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ვერ შეძლებდა, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა.

იოსებ მაკრახიძე კომპანია „იბოლიას“ 40 % წილის მფლობელია, იმავე კომპანიის 15 – 15 %-ს მისი შვილები ფლობენ. 2016 წლის 31 ოქტომბრამდე იოსებ მაკრახიძე ამავე კომპანიის დირექტორიც იყო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მაკრახიძემ ბიზნესიდან 910 663 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, 2016 წელს კი 829 319 ლარი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, - სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა. გორის მაჟორიტარი და მისი კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლებიც იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლიამ“ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000 ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]