weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კასპში სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის მხარდამჭერებმა იჩხუბეს

18:21 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები კასპში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრება მოითხოვეს, რისი უფლებაც არ მისცეს.

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს კულტურის სახლში შეხვდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტრანსპარანტებით დახვდნენ. კულტურის სახლის წინ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

„ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, თანამოაზრეებთან ერთად ზურაბიშვილის პროგრამის გასაცნობად და კითხვების დასასმელად მივიდა, თუმცა დაქირავებული პროვოკატორები დახვდნენ.

„არვიცი, ისინი ჩინოვნიკები არიან, თუ იმ 50 კაციან ბანდფორმირებებში ირიცხებიან რომელიც ფარცხალაძეს და სუბელიანს ჰყავთ. აქ არავინ მოსულა სალანძღავად, პროვოკაციის მოსაწყობად. მოვედით კითხვების დასასმელად“, - განაცხადა ნუგზარ ნონიაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ესწრებოდა. მან ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]