weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვინმემ არ გაბედოს კანონის მიღმა ნაბიჯების გადადგმა - კალაძე

18:44 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

„ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანაში არეულობის მოწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებაზე.

„თუ ამ ადამიანს [მირზა სუბელიანს] გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები, მას შეეძლო აქამდეც წარმოედგინა ეს საზოგადოებისთვის. აუცილებელია, გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე, რაც მან წარმოთქვა. ასევე აუცილებელია, მოხდეს გამოძიება თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც, ასე ვთქვათ, დაავალდებულეს, რომ ეს საუბრები ჩაეწერა, გაეკეთებინა და გამოეტანა.

არავინ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის, საზოგადოებისა და კანონის წინაშე.

გუშინ, ვითომ აქციები გამართა „ნაცმოძრაობამ“. ათ-ათი კაცი ჰყავდათ გამოყვანილი. ცდილობენ, რომ რაღაც ფონი შექმნან - ვითომ, რაღაც უბედურებაა. თუ რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს კონკრეტულ პირს, მას უნდა მოვთხოვოთ კანონის წინაშე და ვაგებინოთ პასუხი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ვინმემ არ გაბედოს კანონის მიღმა ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„რუსთავი 2“-მა ორი დღის წინ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნი მირზა სუბელიანი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები და თუ მოინდომებს, შეუძლია „ქართული ოცნების“ მმართველობას წერტილი დაუსვას

აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები 12 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე ჰქონდათ დაწყებული. პროკურატურის ცნობით, ი.პ.-მ განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება მოსთხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]