weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნიკო ნიკოლაძის ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე - ზურაბიშვილი

10:48 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ფოთში, მხარდამჭერებთან შეხვედრით რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტები დაასრულა.

„ვამთავრებ რეგიონებში შეხვედრებს, რომელმაც დაახლოებით 63 ქალაქში მიმიყვანა. ამ შეხვედრებამდე იყო 15 ცენტრი, სადაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით. კიდევ იქნება 10 რაიონი თბილისში, სადაც ხვალ და ზეგ შევხვდები მოსახლეობას. თითქმის 10 000 კილომეტრის და ამდენი შეხვედრის ფარგლებში ვეცადე გამეზიარებინა მოსახლეობისთვის, რა არის ჩემი ხედვა და რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად.

ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს, მას ჰქონდა საქართველოსთვის უაღრესად სწორი პროგრამა ყველა კუთხით, რომელიც ეხება ევროპას, თანამედროევობას, მშვიდობას, განათლებას და ეს ყველაფერი მე გადმოვიტანე ჩემს პროგრამაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ხედვები საზოგადოებაში გავრცელდება.

 

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]