weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ქვეყანა უსამართლობის კასკადმა შეძრა, ზურაბიშვილისგან სიტყვაც არ გაგვიგია – ვაშაძე

15:02 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

„რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებიც ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო და აუდიომასალების სახით. ამაზე მუდმივად საუბრობს საზოგადოება, გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენი შტაბი და ვსაუბრობ მე, მაგრამ არაფერი, არცერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან“, – განაცხადა ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ვაშაძის თქმით, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატისგან კითხვებზე პასუხი მიიღოს. გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს ოთხი კითხვით მიმართავს:

„პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას რატომ არ მისცა ხმა დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას;

რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო, შეიარაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება, უკანონო გარიგება დათუნა სარალიძის საქმეზე და მის მკვლელებზე ხელის დაფარება.

რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს „ომეგა ჯგუფის“ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვაზე, რისი სულისჩამდგმელები და ორგანიზატორები ივანიშვილი და ფარცხალაძე არიან;

რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს მედიაში ნაჩვენებ „ქართული ოცნების“ წევრების სასახლეებზე, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინეს, მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს და სავარაუდოდ, შეძენილია კორუფციის გზით“.

ვაშაძის მიმართვას სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თავს არ თვლის ვალდებულად გრიგოლ ვაშაძეს უპასუხოს.

„არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ, არანაირად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ გრიგოლ ვაშაძეს გავცე რაიმე პასუხი“, აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, თუ გრიგოლ ვაშაძე ხვალ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუსვამს კითხვებს, იქ უპასუხებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]