weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მოლდოვაში აფხაზური დელეგაცია არ შეუშვეს

13:02 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა. ე.წ. დელეგაცია „დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკაში“, ქალაქ დუბესარის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა, თუმცა კიშინიოვის აეროპორტიდან გასვლა ვერ შეძლო.

სააგენტო „სპუტნიკ-აფხაზიას“ ინფორმაცით, დელეგაციის წევრებს შორის გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსი რუსლან ლადარია და თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი აფხაზეთში - გარი კუპალბა იყვნენ.

„აეროპორტში, მიზეზის განმარტების გარეშე, მოლდოვაში შესვლაზე უარი გვითხრეს. მიზეზი არ აგვიხსნეს, არ შეგვიშვეს და მორჩა - კომენტარს არ აკეთებენ. პირადად ჩემთვის გაუგებარია, რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი. როგორც ჩანს არ უნდოდათ, რომ დნესტრისპირეთში შევსულიყავით“, - ციტირებს რუსლან ლადარიას კომენტარს „სპუტნიკი“.

მათივე ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა და მომხდარი მოლდოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში რუსეთის ოფიციალური პირები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები არ შეუშვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]