weather cur horoscope tv
დეკემბერი 10, 2019

სუბარი - აფგან მუხთარლის არ მოუმართავს, რაც მაფიქრებინებს რომ არ იდევნებოდა

17:07 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 hits 1030

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, აზერბაიჯენელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის მისი უწყებისთვის საქართველოში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს, რაც მინისტრს აფიქრებინებს, რომ ჟურნალისტის მიმართ დევნა არ ხორციელდებოდა.

„ის აუცილებლად მიიღებდა თავშესაფარს საქართველოში, ლტოლვილის სტატუსს ან რომელიმე სხვა ქვეყანაში თუ კი დადასტურდებოდა, რომ მის მიმართ არის დევნა. ის, რომ მას ორი წლის განმავლობაში არ მოუმართავს არც ჩვენთვის, არც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისთვის, მაფიქრებინებს, რომ მის მიმართ მსგავსი დევნა არ არსებობდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტის გატაცება თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე რომ მომხდარიყო, ის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

„შესაძლო გატაცება, შესაძლო არგატაცებაზე არავინ საუბრობს ერთი წყაროს გარდა. ეს არის აფგან მუხთარლი და მისი ადვოკატები. ერთ რამეს გეტყვით, თბილისის ყველაზე მიყრუებულ უბანშიც კი, არ ვამბობ ჩიტაძეზე და ცენტრში, ადამიანს რომ დახვდეს ვიღაც, თავზე ტომარა ჩამოაცვას და ჩატენონ მანქანაში, მინიმუმ 20-30 ადამიანი იქნება, ვინც ამას ვიდეოზე აღბეჭდავს და ხუთ წუთში ეს ყველაფერი იქნება სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული“, - აღნიშნა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისში, 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს მან ადვოკატს დაურეკა და უთხრა, რომ ბაქოში იყო დაკავებული. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი მისი თავი აზერბაიჯანელებს გადასცეს.

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აფგან მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქართველოში მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტის გატაცებიდან 2 კვირის შემდეგ, გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგი არ აქვს. ის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]