weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრაქტიკულად უმოქმედო პარტიას ახალი ხალხით შევავსებ - ბიძინა ივანიშვილი

18:11 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

პარტიას, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებ, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ, - განაცხადა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებისთვის დღეს მიცემულ ინტერვიუში.

ივანიშვილის თქმით, ვერტიკალის გამყარებით დაიკარგება „უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცეებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ამოაყირაონ“. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა უაღრესად რთულია და ამას ძალიან ძლიერი გუნდი სჭირდება.

„ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა უაღრესად რთულია და საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მეთოდებით, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით.

ძალიან მოკლე ფილოსოფიურ განმარტებას გაძლევთ - სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას და ის ერთადერთია, რომელსაც ამავდროულად აქვს ძალის გამოყენების უფლება.

ის, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, რასაც ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, შეიძლება სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს, ამავდროულად ძალის გამოყენებითაც, თითქოს იკარგებოდა. ამის მაგალითია რაც მოხდა „იბერიასა“ და ოქუაშვილთან დაკავშირებით - კაცი ჯიუტად არ იხდის იმას, რაც ბიუჯეტში გადასახდელია და აშანტაჟებს ხელისუფლებას. ასე სჯობს იმას, რაც იყო. ოღონდ, ამას გამკლავება უნდა სუფთა ხელებით, ისე რომ არ დავარღვიოთ დემოკრატიული პრინციპები; არ მოხდეს ის, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც უჭირს გამკლავება ამის, რაღაც სხვა მეთოდებს მიმართოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]