weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აბასთუმანი გახდება ელექტრომანქანების რეგიონი - ივანიშვილი

19:13 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

„მინდა გაზაფხულზე უკვე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, რომ აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომანქანების რეგიონი. საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას. ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი აპირებს, რომ აბასთუმნის მცხოვრებლების ნაწილს ელექტრომობილები უყიდოს, ბევრს კი სხვა მხრივ დაეხმარება. როგორც მან ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, ხელისუფლებასთან ერთად აბასთუმანში კიდევ „ბევრ რამეს აპირებს“.

„გვაქვს უსუფთავესი რეგიონი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში არ არის მსგავსი. იქ ობსერვატორიაზეც ზრუნვა მიდის ცალკე. გაისიდან ვაპირებ, ვნახოთ როგორ გამოვა, ცალკე ვაკეთებთ მანქანების სადგომს დიდს. იქედან ადგილობრივებს ცალკე დავეხმარები. მემგონი მოვახერხებთ. ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში - 800 ოჯახია სულ. 10 წლის შემდეგ საქართველო, თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, შეიძლება პირველი ქვეყანა იყოს, რომ ამ დოზით მოვასწროთ მანქანების შეცვლა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]