weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უსუფაშვილი ამომრჩეველს: ხვალ ნუ დავიკარგებით, ნუ ჩავიკარგებით, ნუ განვიკარგებით

18:16 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018

„ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ვიცით არჩევნების პოლიტიკური შედეგი. არჩევნების შემდეგ დასრულება „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა და დაიწყება „ქართული ოცნების“ გაყოფა. ჩვენ მოწმე ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის და საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში ეს იქნება საპარლამენტო არჩევნების სტარტი“, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა.

„ხვალ, ხმის მიცემისას, ვიფიქროთ მომავალ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ ამჯერად უნდა შევცვალოთ მანკიერი სისტემა. ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, ვინაიდან ჩემი არავის არაფერი მართებს.

ყველა ამომრჩეველს ვთხოვ, მე კი არ მომცეს ხმა, ხმა მისცეს საკუთარ შეხედულებებს, რომელიც ჩემს შეხედულებებს ემთხვევა. ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს საზოგადოებაში.

მე საარჩევნო მოწყალებისთვის არ მაქვს ხელი გაწვდილი, მე პოლიტიკური პარტნიორობისთვის ვუწვდი ხელს ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ამომრჩეველს და საპასუხოდ გამოწვდილი ხელების რაოდენობაზე, ვინაობაზე და რაობაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი პოლიტიკური რაობა.

საარჩევნო ხმა ერთი დღით ცოცხლობს და მისი არმიცემით ეს ხმა იკარგება. ნაძალადევად მიცემული ხმაც იკარგება, მოსყიდული ხმაც იკარგება, ერთადერთი რომელი ხმაც არ იკარგება ეს არის, გულის და გონების კარნახით მიცემული ხმა.

ძვირფასო თანამოქალაქენო, მოგმართავთ, ხვალ ნუ დავიკარგებით, ნუ ჩავიკარგებით, ნუ განვიკარგებით და რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ერთმანეთს ჩვენი ხმა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 28 ოქტომბერს გაიმართება. ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]