weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 6.15% იყო

11:50 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 6.15% შეადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 215 329 ამომრჩეველმა მიიღო.

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა.

ქობულეთის №32-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი არ ჩანდა მკაფიოდ. ამასთან დაკავშირებით შედგა აქტი, ხოლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უბანზე დამატებით გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ;

მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ყუთი იყო გაბზარული. მოხდა გაბზარული ყუთის ახლით ჩანაცვლება და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს;

დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ფოთში. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის ფარგლებში, შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას ამ ფაქტებზე. მათგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ცესკოში ასევე შემოვიდა ინფორმაცია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია „აპრიორიდან“ და წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში. აღნიშნული დაფიქსირდა ნაძალადევის #49-ე უბანზე; ორივე მათგანს კომისიამ საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

ბოლნისის და ლანჩხუთის რამდენიმე საარჩევნო უბნის კარებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს კამერის დამონტაჟების სურვილი. ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე ფოტოვიდეოგადაღების წესის შესახებ და ფოტოვიდეოგადაღება უზრუნველყოფილია კენჭისყრის შენობაში შესაბამისი წესით“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი [ტელ: 2 51 00 51], ასევე, ონლაინ ჩათი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად შექმნილია 3 703 საარჩევნო უბანი. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]