weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მოხარული ვარ, რომ ქართველ ხალხს მივეცი არჩევანის საშუალება – დავით უსუფაშვილი

12:42 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

დავით უსუფაშვილის თქმით, მოხარულია, რომ ქართველ ხალხს არჩევანის საშუალება მისცა.

„მე მაქვს იმედი, რწმენა, მჯერა, ვიცი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე აქტივობამ 6.15% შეადგინა, კენჭისყრაში მონაწილეობა 215 329 ამომრჩეველმა მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]