weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მე ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი – სალომე ზურაბიშვილი

21:12 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„მე ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

„მინდა, პირველ რიგში, ამომრჩევლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ მაინც ის ვთქვა, თუმცა ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, ეს მაინც არ არის ჯერ ცესკოს მიერ გამოცხადებული შეჯერებული შედეგები. ამიტომ, დაველოდოთ ღამეს, როცა ცესკოს პირველი მონაცემები იქნება. მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით, კომპანია „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი 52.3 %-ით ლიდერობს. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, მას 28.1% აქვს, დავით ბაქრაძეს - 9.2%, სხვა კანდიდატებს - 10.4%.

პარალელურად, „რუსთავი 2“-მა მათი დაკვეთით და კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. Edison Research-ის მიხედვით, 16:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]