weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2021

არჩევნების მეორე ტურში გავიმარჯვებთ – ირაკლი კობახიძე

02:04 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 hits 2179

„უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, 1000 უბნიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, თუმცა პირველ ტურში გამარჯვებისთვის მას ცოტა დააკლდა.

„დღევანდელი სურათი არის ასეთი, რომ საჭიროა მეორე ტური. თუმცა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შესაძლებელი. ჩვენ ვიყავით და ვართ დარწმუნებული, მეორე ტურში გამარჯვებაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“, ისევე როგორც „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს აცდენილია: „ამას შესაძლოა ჰქონდეს თავისი მიზეზები, რასაც ჩავეძიებით. ეგზიტპოლზე პასუხს არ სცემდა დაახლოებით 44% და ეს უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ არის გარკვეული აცდენა“.

ცესკოს ინფორმაციით, 512 დათვლილი საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები ასეთია: დავით ბაქრაძე - 17 798 ხმა (10.83%); გრიგოლ ვაშაძე - 62 352 ხმა (37.93%); შალვა ნათელაშვილი - 6842 ხმა (4.16 %); დავით უსუფაშვილი - 2526 ხმა (1.54%); ზურაბ ჯაფარიძე - 2650 ხმა (1.61%); სალომე ზურაბიშვილი - 65 840 ხმა (40.05%).

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს - 52.3% ჰქონდა, ვაშაძეს - 28.1%, ბაქრაძეს - 9.2%

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]