weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სალომე ზურაბიშვილმა გორში არჩევნები წააგო

10:25 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა N32 გორის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 34.61% (17 099 ხმა) მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 42.50% (20 994 ხმა).

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის N32 გორის საარჩევნო ოლქის ყველა უბნის შედეგები დათვლილია.

28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38.66% აქვს, გრიგოლ ვაშაძემ კი 37.7%. შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება და ის ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის შედგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]