weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რომელ ოლქებში მიიღო ზურაბიშვილმა ხმების 50%-ზე მეტი და 30%-ზე ნაკლები

15:53 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ხმების 50%-ზე მეტი დედოფლისწყაროში 5 686 (52.89%), ბოლნისში 14 179 (59.18%), წალკაში 4 294 (54.58%), ყაზბეგში 1 052 (55.11%), ბორჯომში 6 447 (50.22%), ასპინძაში 3 455 (56.86%), ახალქალაქში 9 861 (59.46%), ნინოწმინდაში 5 623 (59.16%), ონში 1 743 (50.32%), ამბროლაურში 3 472 (50.12%), ლენტეხში 1 719 (57.96%), მესტიაში 2 513 (56.42%), საჩხერესა 16 163 (77.08%) და ქედაში 5 026 (50.61%) მიიღო.

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 30%-ზე ნაკლები სამგორის 16 978 (29.9%), გლდანის 17 782 (29.84%), რუსთავის 11 242 (24.34%), ქუთაისისა 18 058 (28.68%) და საზღვარგარეთის 1 231 (22.49%) ოლქებში მიიღო.

საერთო ჯამში, ყველა საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 615 610 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 38,64 % -ია.

არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]