weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები ცემეს

15:32 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

ახალქალაქში, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ და ოთხი ადამიანი ცემეს. „ძალა ერთობაშიას“ განცხადებით, თავდასხმას „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოანის ძმა ხელმძღვანელობდა.

„ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელკეტებით სასტიკად არიან ნაცემები შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საოლქო კომისიაში - აბრაამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაამიანი და მიშა აგაბაბიანი. 

„დღეს, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები მათ თავს ჩვენს შტაბთან, ჩვენს ოფისში დაესხნენ. ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის, ენზელ მკოიანის ძმა, არტურ მკოიანი. ჩვენი ინფორმაციით, შტაბს ოცამდე ადამიანი დაესხა თავს. ისინი ხელკეტებითი იყვნენ შეიარაღებულნი. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში, იმდენად მძიმე ტრამვები აქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და არტურ მკოიანის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ოთხ დაშავებულს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა. მათ შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ და უკვე გაწერეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]