weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

სოსო გოგაშვილი ზურაბიშვილის შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსია - მდინარაძე

17:28 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018
ფოტოზე სოსო გოგაშვილი ფოტოზე სოსო გოგაშვილი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ (სოსო) გოგაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსია და გასაკვირი არ არის, რომ პარტიის წევრებთან შეხვედრებს მართავს.

„როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, მეორე დღესვე შეიქმნა საარჩევნო შტაბი და ამ შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა სოსო გოგაშვილი. გოგაშვილს არანაირი შეხება არ ჰქონია ფინანსებთან. ხელფასებზე თუ არის საუბარი, კი, აქვს. მთავარი თემა ის თუ არის, რატომ ზის გოგაშვილი ჩვენთან ერთად სადღაც ბარში, გეუბნებით, რომ შეხვედრები ყოველწუთიერი გვაქვს. ძალიან დიდი გამოცდილების ადამიანზე გვაქვს საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]