weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გრიგოლ ვაშაძის კომენტარს პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს – საპატრიარქო

20:54 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო განმარტების გაკეთება უწევთ.

საქმე ეხება საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის კომენტარს, სადაც ის ამბობს: „უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“.

საპატრიარქოს განმარტებით, აღნიშნული პოზიცია უშუალოდ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულებაა და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს.

„პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ილია მეორეს დღეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები - გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა შეხვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]