weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეცდომად კოაბიტაციას ასახელებს

11:39 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია მოსახლეობისთვის, არის ე.წ. კოაბიტაცია, რაც 2012 წლის შემდეგ იყო. ერთი მხრივ, დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება ეს სწორი ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი ე.წ. კოაბიტაცია ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული. სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო თვეებს, შეიძლება ითქვას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პერიოდს, ისეთი პროცესები ხდებოდა ქვეყანაში, რომელიც საზოგადოებას ძალიან აღელვებდა. თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუანას კულტივაციის თემა. ჩვენი შეცდომა იყო არასწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ეკლესიასთან. ის პრეტენზიები, რაც წამოვიდა საზოგადოებისა და საპატრიარქოს მხრიდან  აბსოლუტურად ადეკავატური იყო. საზოგადოება იყო მოუმზადებელი და ვერავინ გაიგო საერთოდ რაზე მიდიოდა საუბარი, რას ეხებოდა ეს კანონპროექტი“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული მიღებული შედეგები და იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ.

„ჩვენ ამ ექვსი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ის, რაც განასხვავებს დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად იმოქმედებს და გასცემს პასუხს ყველაფერს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]