weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მივხვდით რომ საბოლოო ჯამში ერთი ოჯახი ვართ – მიხეილ სააკაშვილი

12:38 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ერთმანეთს ჰელსინკიში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე შეხვდნენ.

მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო. სააკაშვილმა „ევროპულ საქართველოს“ მადლობა გადაუხადა მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისთვის.

„გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის. რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება - ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ჩვენი ურთიერთობებია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიგი უგულავას თქმით, მათი მთავარი ამოცანა არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთმანეთს პირველად შეხვდა მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.

„ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]