weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავა

15:50 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 hits 608

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ჩავა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს ავლებენ.

ზურაბიშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდება და მავთულხლართებთან განცხადებას გააკეთებს.

სალომე ზურაბიშვილი უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას გუშინ სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია.

„დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთ ჩვენს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად . ამ მიმართულებით პრეზიდენტის ფუნქციაში მოსვლისთანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი პირველი ნოემბრიდან განახლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]