weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვამაყობ რომ ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე – ზურაბიშვილი

12:29 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

„მე  ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე. ეს იყო 2004 წელს, რითაც მე ძალიან ვამაყობ. ეს პირველი ნიშანია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა“, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თბილისის საკრებულოში დიპლომატიის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველ დიპლომატებთან მუშაობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნლოვანია ის, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აღიაროს, თუ რამდენად საჭიროა ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა. მინდა ყველა დიპლომატს მივულოცო ეს დღე და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათთან თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის. მინდა გავიხსენო, რომ ამ წელს ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 100 წელს, რაც ამავდროულად დიპლომატიის 100 წელს ნიშნავს. ჩვენ გვყავდა პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი და დღეს უნდა გავიხსენოთ ეს დიდი დიპლომატები, რომლებიც ქვეყნის სამსახურში იყვნენ და შეძლეს ის ყველაფერი, რაც დიპლომატიას შეეძლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]