weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2021

თელავში ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო შეხვედრა გაიმართება

15:51 შაბათი, 10 ნოემბერი 2018 hits 1150

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, 11 ნოემბერს თელავში შეიკრიბებიან. როგორც „რეგინფოს“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრა 15:00 საათზე, თელავის თეატრში დაიწყება.

მოძარაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეიქმნა და მისი წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვან.

„დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს, ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი – თავისუფლება“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

ორგანიზატორების ინფრომაციით, თელავში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრი ვატო შაქარაშვილი. თბილისიდან თელავში ასევე ჩავლენ გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე და „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერები.

მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში და თეტრის შენობასთან გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე აქცია/შეხვედრები დაგეგმილია ბათუმში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, რუსთავსა და სხვა დიდ ქალაქებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]