weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024
×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 1000002

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

12:39 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირებას სთხოვს.

„მივმართავ ასევე საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან, წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოჰყვა“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ბოლო დღეებში, კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს, მისი შვილების - თეიმურაზის და ქეთევანის და პირადად მის მიმართ განხორციელდა სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

„გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტავ“ ... „თქვენს სისხლს დავლევ“.

მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები, იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მეთაურებთან.

ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა.

სოციალურ ქსელებში თანხვედრილი იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.

ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთი პოლიტიკურ მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები.

ამ წინა საარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.

მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

 

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]