weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

19:23 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა მისსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა იყო.

„შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ვესაუბრე ჩემსა და ჩემი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე. მათ ასევე ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავცეთ ყველა მტკიცებულება, „სქრინ შოთები“, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შესაძლებელია ამ პირების იდენტიფიცირება. ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, რათა მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სათანადო ინფორმაცია მიაწოდა საფრანგეთს, რომლის მოქალაქეებიც არიან მისი შვილები და, შესაბამისად, ის ელოდება რეაგირებას.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატი გამოეხმაურა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თავისი განცხადებით ემუქრება ჯარისკაცებს: „მე პატივს ვცემ ჯარს, სამხედრო ძალებს და მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სწორედ ისინი, ვინც მემუქრებიან, შეურაცხყოფენ ჩვენი სამხედრო ძალების ღირსებას“.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]