weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ივანიშვილმა სვეტიცხოველი პროვინციული რიტუალების დარბაზად გადააქცია – სააკაშვილი

22:46 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

„კაცი მივიდა, დაკეტა სვეტიცხოველი, გადააქცია პროვინციული რიტუალების დარბაზად, დადგა სკამები. ეხლა მოინდომა ქართული ეკლესიის რეფორმაცია, თურმე, რომ სკამები უნდა იდგეს?! ეკლესია რომელიც არასდროს არავის დაუკეტია, რომელიც ყველასია“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს.

„ვიღაცამ „ფეისბუქზე“ მომწერა: შენც კეტავდი ხშირად, კაფიდან, სადაც შემოხვედი გაგვყარესო. ხალხო, ვიღაცაში ხომ არ გეშლებით?! გაიხსენოს ათასობით ქართველმა პიაცაზე როგორ ვიჯექი კაფეში და გარშემო როგორ დადიოდა ყველა, იღებდნენ სურათებს. როგორ ვიჯექი სადღაც ფასანაურში სახინკლეში. სალობიეში, მცხეთაში რამდენჯერ ვყოფილვარ და გვერდზე მაგიდებზე ხალხი იჯდა ჩვეულებრივად და მოდიოდა, მელაპარაკებოდა. ეკლესია დამეხურა? როდესმე გაგიგიათ, ჩემ შვილებს, ედუჩას ან ნიკუშას ვინმე შეეწუხებინათ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, 600 ეკლესია აღდგა.

„დაწერეს, რომ სააკაშვილი ანგრევდა ეკლესიებს. რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? რომელზეც საპატრიარქო ამბობდა, რომ ეს კაცი არის განდგომილი, ბასილ მკალავიშვილი მღვდლებს ესხმის თავს და რამე ქენით ამაზე?! 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს. მათ შორის, ძალიან ვამაყობ ფოთის საკათედრო ტაძრით და განსაკუთრებით ბაგრატით.

სამება რომ მიიწერა ივანიშვილმა, პირველი, რაც ვქენი, როცა პრეზიდენტად მოვედი, ფული გამოვყავი სამების დამთავრებაზე.

მთელი საქართველო აშენებდა და ყულაბაში ჩაგდებული ვიღაცის 50 ლარი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ივანიშვილის 50 მილიონი იმიტომ, რომ ადამიანმა ბოლო ფული დადო. მოოქროვილი გუმბათი ჩემი ინიციატივა იყო. სახელმწიფო ფულით გაკეთდა სამების მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

11 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებდნენ. ერთ-ერთმა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბერამ „სვეტიცხოველი დახურა“ და „მოკვდავები გამოაბრძანეს“. მოგვიანებით სვეტიცხოვლის საძმომ განაცხადა, რომ  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯვრისწერის გამო სვეტიცხოვლიდან მლოცველები გამოყარეს, სიმართლე არ არის.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]