weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2022

30-მდე მგზავრი მილანიდან ქუთაისში ვერ გამოფრინდა, Wizz Air-ი მათ ადანაშაულებს

18:08 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018 hits 1090

მილანის მალპენსას აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 30-მდე მგზავრი ვერ გამოფრინდა. მათი მტკიცებით, ავიაკომპანია Wizz Air-მა თვითმფრინავის ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაყიდა, რის გამოც მათ ბორტზე ასვლის უფლება არ მისცეს.

„როდესაც ვიკითხეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, გვითხრეს, რომ ეს არის იაფასიანი ავიახაზები და ხშირია შემთხვევები, როდესაც იყიდება იმაზე მეტი ბილეთი, ვიდრე რეალურად ამისი რაოდენობაა თვითმფრინავში. აეროპორტში ვართ. არც სასტუმრო მოუციათ და არც ავიაკომპანიის წარმომადგენელია აქ. არ ვიცით, ვისთან უნდა გავარკვიოთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში.

Wizz Air-ი მომხდარ ინციდენტში მგზავრებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ზოგიერთი მათგანი გამგზავრებისას აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა, ნაწილმა კი რეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის მოსაკრებლის გადახდაზე, რამაც აეროპორტში რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად შეაფერხა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციის გავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა და ავიახომალდის ბორტზე ვერ მოხვდა.

„Wizz Air-ი ყველა მგზავრს სთხოვს, გამგზავრების აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ ორი საათით ადრე, ჩასხდომის გასასვლელთან კი მინიმუმ 40 წუთით ადრე. ავიაკომპანიამ სულ ახლახან დაამკვიდრა ბარგის გადატანის ახალი, გამჭვირვალე და სამართლიანი პოლიტიკა, რომელიც მომხმარებლებს ბარგის ვარიაციების უპრეცედენტოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამასთან, ყველა მგზავრს Wizz Air-ის ნებისმიერ რეისზე საშუალება აქვს, ავიახომალდის ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მგზავრები Wizz Air-ის მომსახურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მედიაში არაერთხელ მოხვდა ავიაკომპანიის მიერ სხვადასხვა მიზეზით ავიარეისების გაუქმების ან გადადების ფაქტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]