weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო დეკემბერში გაიხსნება

12:03 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება. ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს ოფიციალურად აცნობა. ნოტაში ასევე აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო.

„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყურის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და სწორედ ამ მიზნით 2014 წელს საუდის არაბეთში, რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი. თავის მხრივ საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს ხელი შეუწყონ არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]