weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამუშაო დღეს II ტურის დანიშვნა დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას გაურთულებს – ზურაბიშვილი

17:09 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

როგორც ვიცი, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ცესკოსა და კანონზე, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას გაურთულებს.

„მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას. პირადად მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო, რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ ვწუხვარ, თუ ეს ასე იქნება და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]