weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პირველი ტურის დროს სულ ვამბობდი, რომ ჩემი სურათი ძალიან ბევრი იყო – ზურაბიშვილი

15:59 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ბანერების განახლებასა და მათ ნაწილზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსახვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბანერების შეცვლით ძალიან ბედნიერია.

„მემგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე ის, რომელიც იყო და მემგონი, ძალიან ვჩანვარ. ამაზე მეტი უკვე ცოტა უხერხულია. განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორია, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი. პირველი ტურის დროს, სულ ვამბობდი, რომ მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს“, – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რამდენად სწორია საარჩევნო ბანერებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახვა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს ძალიან სწორია. „სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ“, – აღნიშნა მან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბმა ახალი ბანერები დაამზადა, რომელთა ნაწილზე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა ბახტაძის ფოტოებია გამოსახული. გარდა ამისა, ბანერებზე დატანილია ახალი საარჩევნო სლოგანი „პრინციპული არჩევანი“.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში განმარტავენ, რომ პარტიის თავმჯდომარის და სხვა ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]