weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბანერები „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ ბიზნესმენმა სანდრო მეგუთნიშვილმა დააფინანსა

14:09 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

თბილისის ქუჩებში ბანერები ლოზუნგით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ წინანდალში მცხოვრები ბიზნესმენის, ალექსანდრე მეგუთნიშვილის დაკვეთით განთავსდა. როგორც მეგუთნიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში უკანონოდ დააკავეს და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს, აღნიშნული ბანერები კი მისი პროტესტის გამოხატულებაა.

წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორის, ალექსანდრე მეგუთნიშვილის თქმით, ბანერების დამზადებისა და განთავსებისთვის 51 841 ლარი დახარჯა.

„წინა ხელისუფლების დროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა დავით ლორთქიფანიძემ, ზურაბ ლალიაშვილმა და ზურაბ გრძელიშვილმა დიდი ოდენობით თანხა გამომძალეს. მაიძულეს მათთვის ავტომობილები შემეძინა და თანხა გადამერიცხა. დამაკავეს და ციხეში არაადამიანურ პირობებში ვიყავი. ამის დავიწყება შეუძლებელია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო დავა დავიწყე, რომელიც 4 წელი გაიწელა. 2016 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - 135 ათასი დოლარი უკან დამიბრუნა. ამ თანხის ნაწილი 60 ათასი ლარი 2016 წლის 1-ელ სექტემბერს უკან დავაბრუნე, ანუ „ქართულ ოცნებას“ შევწირე. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია არ დამიფინანსებია. გადავწყვიტე ბანერები დამემზადებინა. კონსულტაციებისთვის ტელეკომპანია „ობიექტივის“ დამფუძნებელს მირიან ყარაულაშვილს შევხვდი და მან მოაგვარა ყველაფერი“, – ამბობს ალექსანდრე მეგუთნიშვილი.

თბილისში ახალი ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ გუშინ გამოჩნდა. ბანერებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები არიან გამოსახულნი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]