weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს შეხვდება

12:39 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან და ამ შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება განცხადებების გაკეთება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ილია მეორეს ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამეფო ტახტის აღდგენას ეხება.

„ზოგადად, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდეტის ინსტიტუტს გამორიცხავს. რაც შეეხება მონარქიის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება შეხვედრა პატრიარქთან. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომენტარის გაკეთება. რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა არის ჭეშმარიტება - საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარების გაკეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე „ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ უმსჯელიათ.

კონსტიტუციურ მონარქიაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 18 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. ილია მეორემ საქართველოს მონარქიული წარსული გაიხსენა და ტახტის აღდგენაზე მსჯელობის განახლების სურვილი გამოთქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]