weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისის საკრებულოს წევრ თემურ გორგაძეს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

19:21 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე. მოსამართლემ თემურ გორგაძეს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ თემურ გორგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და მისი დაკავება სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესებს დაუკავშირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თემურ გორგაძე 2018 წლის 28 თებერვალს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თემურ გორგაძე მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]