weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ

15:21 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდნენ. საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, კახაბერ გოგოტიშვილის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და საკონსტიტუციო მონარქია იყო.

„შეხვედრა ჰქონდათ მის უწმინდესობასთან. თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და შეეხნენ ასევე საკონსტიტუციო მონარქიის თემასაც. საპატრიარქოს პოზიცია, თქვენ ალბათ გუშინ მოისმენდით პატრიარქის ქადაგებას და ეს გახლავთ“, - განუცხადა „რუსთავი2“- ს მამა კახაბერმა.

კახაბერ გოგიტაშვილის თქმით, აღნიშნულ შეხვედრას თავად არ დასწრებია და უმრავლესობის წევრების პოზიცია საკონსტიტუციო მონარქიის თაობაზე, მისთვის უცნობია.

კონსტიტუციურ მონარქიაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 18 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. ილია მეორემ საქართველოს მონარქიული წარსული გაიხსენა და ტახტის აღდგენაზე მსჯელობის განახლების სურვილი გამოთქვა.

პატრიარქის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ილია მეორემ კონსტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება ბრძანა. მისივე თქმით, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს.

„რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა და შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]