weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ნათქვამი მაქვს, რომ ხელს მოვაჭრი ვინც არჩევნების გაყალბებას გაბედავს – ბიძინა ივანიშვილი

23:39 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

პარტია „ქათული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვისაც ამის მცდელობა ექნება, „ხელს მოაჭრის“. 

„არჩევნებზეც ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისევ ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა. ის გაფრთხილება, ის ცივი შხაპი, რაც მისცა „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ, ამან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელებსაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება.

რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. მე პირადად, ნათქვამი მაქვს, რომ ხელს მოვაჭრი თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას.

დღეს არავის უჩნდება კითხვა, რომ 1%-თაც რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს იქნება ჭეშმარიტი მოგება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]