weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

Edison Research-ის ბოლო კვლევა: გრიგოლ ვაშაძე - 37%, სალომე ზურაბიშვილი - 35%

23:12 კვირა, 25 ნოემბერი 2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, კომპანია Edison Research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ტელეკომპანიის ცნობით, კითხვაზე – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – გამოკითხულ მოქალაქეთა 37% პასუხობს, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, 35% კი სალომე ზურაბიშვილს. გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი (39%) ან უარს ამბობს პასუხზე, ან არ გადაუწყვეტია, ან არცერთ კანდიდატს არ აძლევს ხმას.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, Edison Research-ის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს დამატებითი კითხვებიც დაუსვეს, მათ შორის მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მიღებული პასუხების საფუძველზე ანალიტიკოსებმა დაასკვნეს პოტენციურად ვისი ამომრჩეველია ესა თუ ის პირი. ამ, ანუ ალოკაციის მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა: გრიგოლ ვაშაძე – 45%; სალომე ზურაბიშვილი – 42%. გამოკითხულ მოქალაქეთა დარჩენილ ნაწილს (13%) ან არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თუ ე.წ. ალოკაციის მეთოდით მიღებულ შედეგებს ჩამოსცილდება გადაუწყვეტელი და უარის მთქმელ პასუხები, მაშინ მაჩვენებლები ასეთი იქნება: გრიგოლ ვაშაძე – 52%; სალომე ზურაბიშვილი – 48%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა Edison Research-მა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის დაკვეთით ჩაატარა. 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გამოიკითხა 18+ წლის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული 2038 რესპონდენტი. კვლევის შესაძლო ცდომილება +/–2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]