weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შეშფოთებული ვარ პოლიტიკოსების მხრიდან არასამთავრობოებზე შეტევით – პრეზიდენტი

21:37 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შემაშფოთებელია ის ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ ბოლო პერიოდში ისმის.

„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით, ხდება თქვენზე შეტევა. მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა და გადაცდომის შესახებ, მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექსტშიც, თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას ან ძლიერებს ამა ქვყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნებისა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ობიექტური შეფასებებისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]