weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აყვნენ

09:53 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

„ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები, ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ დილის 9 საათისთვის საარჩევნო უბნებზე არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა, თუმცა გარკვეულ ადგილებზე პროვოკაციების მოწყობის მცდელობები ჩანს.

„მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების  და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.

ყველა ასეთ დარღვევაზე იქნება კანონიერი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რომ ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს. ასევე მივმართავთ დამკვირვებლებს, რომ სათანადოდ ასახონ ის დარღვევები და ფაქტები, რასაც ადგილი ექნება და თუ ექნება დაკვირვების პროცესში“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც მიმართა და მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ემოციურად აქტიურად არის ყველა ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩვენ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც როგორც ჩანს დღის განმავლობაში იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესში და ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი მონაპოვარი იქნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]