weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საია მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების გაბათილებას ითხოვს

17:45 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე სავარაუდოდ არჩევნები ყალბდება.

„რამდენიმე ფაქტი გვაქვს ხელთ, რომელიც ჩვენი მტკიცებით, ეხება სავარაუდო გაყალბებას. პირველი, საუბარია 49-ე უბანზე, სადაც კონკრეტულ პირს, რომელიც არის 48-ე უბნის ამომრჩეველი, ერთხელ მისცა ხმა 49-ე უბანზე და მეორედაც ჰქონდა მცდელობა, ხმა მიეცა.

მეორე მცდელობის დროს მოხდა მისი იდენტიფიცირება. ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ მეორედ ხმის მიცემის პრობლემა იყო იქ, არამედ ის საერთოდ არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი.

გარდა ამისა, ამავე უბანზე ფიქსირდება კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე პირი ჯერ 11:45 წუთზე აძლევს ხმას, შემდეგ კი 14:08 წუთზე. ამავე უბანზე 5 პირი, რომელსაც მარკირება უკვე ჰქონდა, საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდა, თუმცა ჩვენი შენიშვნის შემდეგ ეს პროცესი აღარ მისულა ბოლომდე“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს მთავარ პროკურატურას და 49-ე უბანზე არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„ამ უბანზე 1532 ამომრჩეველია. საკმაოდ დიდი უბანია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საქართველოს მასშტაბით ყველა უბანს ვერ ვფარავთ და შერჩევითობის პრინციპით შევდივართ უბნებში, ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც შევძელით ამ კონკრეტულ უბანზე ამ ფაქტების დაფიქსირება. ახლა ჯერი არის პროკურატურაზე და ცესკოზე. ჩვენი საჯარო განცხადება უკვე საკმარისია გამოძიების დასაწყებად“, – აღნიშნა სულხან სალაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საიას რომელიმე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]