weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს

20:37 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება ძალა ერთობაშიავადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში განაცხადა, სადაც არჩევნების მეორე დღეს მხარდამჭერებს შეხვდა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ თქვა, „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს მორალური და პოლიტიკური საფუძველი, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.

„საქართველოში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო. 800 000 ხმაზე მეტი ავიღეთ. პოლიტიკური გარემო ისეა შეცვლილი, რომ ქურდულ ოცნებას არავითარი მორალური და პოლიტიკური საფუძველი აღარ ჰქონდა და მითუმეტეს, დღეს აღარ აქვს იმისთვის, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. ზუსტად ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით. მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომ ქურდული ოცნების მიერ გაგონებული იქნეს ხალხის ხმა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ მხარდამჭერებს აცნობა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს.

გარდა ამისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაანონსა. როგორც ვაშაძემ თქვა, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ხმა გაიგოს.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 627 ხმა) მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % ( 780 633 ხმა).

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]