weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ვაშაძე ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

17:17 კვირა, 02 დეკემბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რისთვისაც ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი. არ აქვს მნიშვნელობა, დავუშვათ 5 ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან. ჩვენც, ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „მოპარულმა არჩევნებმა“ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს მართვისთვის პოლიტიკური მანდატი და ნდობა აღარ აქვს. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც საარჩევნო სისტემის შეცვლაა საჭირო.

„ჩვენ ვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებებს და ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანდ შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]