weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სამხედრო ფორმით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შესაძლოა აიკრძალოს

13:02 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში დეპუტატები განიხილავენ იდეას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შესაძლოა კანონით აეკრძალოს.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე განცხადება უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„წინასაარჩევნოდ ჩვენ ვნახეთ, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ. ახლა ვმუშაობთ საკითხზე, რომ ფორმაში ჩაცმული ადამიანის პოლიტიკური ნიშნით გამოსვლა კანონით იქნება აკრძალული. ბევრ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს.

სამხედრო ფორმა არის ნეიტრალური რამ, რაც ეკუთვნის ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. ეს იდეა განიხილება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

წინასაარჩევნო პერიოდში, პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, მის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებების გამო, ყოფილი სამხედროები დაუპირისპირდნენ. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ყოფილმა სამხედრო მოსამსახურებმა, რომელთა შორის გენერალი დევი ჭანკოტაძეც იყო, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ვიდეო ჩაწერეს და ამომრჩეველს მოუწოდეს, ხმა არ მიეცათ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა.

სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში დაადანაშაულა. როგორც ზურაბიშვილი ამბობდა, მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]