weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ისმოდა, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს – ილია II

15:33 კვირა, 09 დეკემბერი 2018
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? – განაცხადა საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი ერის გამოცდა იყო, რა დროსაც მან ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა.

„ვის შეუძლია სხვისი სიმძიმე იტვირთოს? შეუძლია ადამიანს, რომლის სული და გონება და გული განმსჭვალულია ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რელიგიით. არის შემთხვევა, როდესაც უჭირს ადამიანს ტვირთვა სხვისი სიმძიმის. იმ შემთხვევაში, როდესაც კეთილდღეობა ახლავს ადამიანს, უფრო მძიმე ყოფილა იტვირთო სიხარული სხვისი, ვიდრე მწუხარება. მწუხარებას უფრო ადვილად იტვირთავ და სიხარულს უფრო მძიმედ. აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვვლეთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერის. ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია.

ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი, რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს.

მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარულს და სიკეთეს, რომელსაც გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთსიმძიმე იტვირთეს და ესრედ აღასრულეთ სჯული ქრისტესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, ისევ სიყვარული, ისევ სიმშვიდე უნდა სუფევდეს ერში“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციასაც გამოეხმაურა. მისი აზრით, ქართველი ხალხი ამ ზეიმს ღირსეულად შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]