weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ხვალიდან ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს – გრიგოლ ვაშაძე

13:05 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციები დააანონსა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აქციები არცერთი დღე არ შეწყდება.

„ხვალიდან უკვე აქციებს ვიწყებთ. აქციები არ შეწყდება არცერთი დღე. არ მკითხოთ რა აქციები იქნება. ამას ჩვენს მხარდამჭერებს შევატყობინებთ და ხვალ ყველაფერი გეცოდინებათ. ხაზს ვუსვამ, აქციები იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში“, – აღნიშნა ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებიც დაასახელა.

„გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც წამოყენებული გვქონდა. კატეგორიულად მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები; თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით; ხელისუფლებამ კეთილი ინებოს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდეს.

მოვითხოვთ, ყველას დასჯას, ვინც საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები ბღუჯა-ბღუჯა ყარა. კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი;

კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინ, მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხა; კატეგორიულად მოვითხოვთ იმ ვითომ პოლიციელების დასჯას, რომელთაც ამ სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჰქონდათ დავალებული“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]