weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიორგი გახარია პარლამენტს ანგარიშს 21 დეკემბერს წარუდგენს

17:01 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 21 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრებს მუშაობის ანგარიშს წარუდგენს. გახარია გამოთქვამს მზადყოფნას, კომპეტენციის ფარგლებში, დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხოს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ბევრი შეკითხვა ექნებათ, მათ შორის დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზე, აფგან მუხთარლის გატაცებასა და 16 დეკემბერს გურჯაანი-თელავის გზაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„გიორგი გახარიას მოუწევს ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. პირველ რიგში, ეს ეხება ძალადობის გამოუძიებელ ფაქტებს, ახალქალაქს მათ შორის. ასევე ეხება იმ უკანონობას, რომელიც მოაწყო მან თელავში აქციასთან დაკავშირებით, როდესაც შეუზღუდა ძალიან ბევრ ადამიანს კანონიერი და კონსტიტუციური უფლება, შეკრებილიყვნენ; კითხვები ეხება, ზოგადად შერჩევით სამართალს, რომელსაც მისი პოლიტიკური პოლიცია ახორციელებს ამ ბოლო პერიოდში“, – განაცხადა ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]