weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას საქმეზე მერიის თანამშრომელი დააკავეს

12:25 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბ-მ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით), რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღებას ედავება.

ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. 13 სექტემბერს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ტელეკომპანიის მტკიცებით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია მერსა და მის მოადგილეს კორუფციაში ამხელს და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

მერის თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ლაშა გოგია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დარჩა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილი ზუგდიდის ოლქში დამარცხდა. მან ხმების 33.9% აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 49.1%. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გოგია არჩევნების წაგების გამო დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]