weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ირაკლი ჩიქოვანი მთავრობის ადმინისტრაციაში სამსახურის უფროსად დაინიშნა

01:08 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩიქოვანი მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსად დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის დებულების მიხედვით, სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: საზოგადოების ინფორმირება დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე; მთავრობის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში გვერდის ადმინისტრირება; მთავრობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და ამ კუთხით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის წარდგენის უზრუნველყოფა.

ირაკლი ჩიქოვანი 2012-2016 წლებში პარლამენტის წევრი იყო და ორი წლის განმავლობაში ფრაქციას „თავისუფალი დემოკრატები“ თავმჯდომარეობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ჩიქოვანმა პარტია დატოვა. ის პოლიტიკაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა და განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ „ქართულ ოცნებაში“ ბრუნდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]