weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბოლნისის მერი სტუდია „მონიტორის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

10:57 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია და მერი დავით შერაზადიშვილი სტუდია „მონიტორის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. საქმე ეხება „მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებას – „ბოლნისის მერის საეჭვო გარიგებები“, რომლის მიხედვითაც, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შერაზადიშვილის ახლობლები იმარჯვებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 15-წუთიან სიუჟეტში ჟურნალისტი ძირითადად პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერებში ნეპოტიზმი და კორუფციაა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი ცალსახად უარყოფს სიუჟეტში გაჟღერებულ ყველა მოსაზრებას და ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

ვფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნული მედიასაშუალება, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ახორციელებს გამიზნულ კამპანიას, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ“, – აცხადებენ ბოლნისის მერიაში.

სტუდია „მონიტორისა“ და რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავით შერაზადიშვილის სიძე ქუჩის განათების ტენდერებს იგებს, მისი მეგობარი კი გზის მშენებლობაში მონაწილეობს. მერის კიდევ ერთი ახლობელია ქვემო ქართლის მთავარი პროკურორის მოადგილის ძმა გიორგი ლაზარაშვილი, რომელიც ბოლნისში მანქანების შეკეთებით არის დაკავებული. ის კომპანია „ორიგინალ პლუსის“ 25%-იანი წილის მფლობელია. კომპანია მერიის მიერ ავტომობილების მომსახურება-შეკეთებისთვის გამოცხადებულ ტენდერებს იგებს. „მონიტორის“ თანახმად, „ორიგინალ პლუსმა“ 6 წლის განმავლობაში 29 ტენდერიდან 735 149 ლარის შემოსავალი მიიღო. 29 ტენდერიდან 28-ში მას კონკურენტი არ ჰყოლია.  

„მონიტორის“ ინფორმაციით, თავად დავით შერაზადიშვილი, მისი მოადგილეები და ახლობლები ღვინის ბიზნესს ფლობენ, რომლის პოპულარიზაციისთვის ბიუჯეტის ფული იხარჯება.

 

ამ თემაზე ნახეთ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება:

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]