weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ინდივიდუალური მიღწევები სისტემურ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს – პრემიერი

14:19 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 hits 760

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელს ლადო აფხაზავას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მიღწევები, მომდევნო წლების განმავლობაში, განათლების სექტორის სისტემურ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, პრემიერმა ყურადღება განათლების სისტემის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმების გეგმა გრძელვადიანია, თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა, მომავალი წელი კი, კიდევ უფრო წარმატებული იქნება; შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლო გეგმები საზოგადოებას 2019 წლის დასაწყისში წარედგინება. ასევე ითქვა, რომ განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი და უპირობო პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ხაზი გაესვა, რომ განათლება საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს და რეფორმამ ისეთი ადამიანური კაპიტალის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შეიყვანს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტმა განაცხადა, მთავრობის მეთაურმა მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა“, – განაცხადეს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize) ფინალშია. კონკურსი ხაზს უსვამს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას, იმ ფაქტს, რომ მათი საქმიანობა და ძალისხმევა აღიარებას იმსახურებს. 2017 წელს ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]